„ოსმალო საქართველო“

11 Nov 2009


საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამ ხნის მანძილზე ორ ქვეყანას შორის მრავალი მოუგვარებელი თუ საკონფლიქტო საკითხი წამოჭრილა. ომი. დამპყრობა. დიპლომატიური დაპირისპირება ხშირად ამ ურთიერთობის თანმდევი იყო. მაგრამ უაკანსკნელი ათი წლის მანძილზე, საქართველო-თურქეთს შორს ჩამოყალიბდა კეთილმეზობლური ურთიერთობები, რაც ორივე სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებშია. დღეს, ამ სტატიაში, მოკლედ მინდა შევეხო არტაანის ართვინის და ყარსის რაიონების თურქეთისადმი გადაცემის ისტორიას და აღნიშნულ რაიონებში ქართული კულტურის ბრწყინვალე ნიმუშებს.
საქართველოსა და სომხეთის დამოკიდებულებით 1918 წელს კარგად ისარგებლა თურქეთმა და ამ სახელმწიფოთა კუთვნილი საკმაოდ დიდი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. ჩამოყალიბების პროცესში, თურქთა დაწოლის შესაჩერებლად, გარკვეულწილად ცნო თურქთა პრეტენზიები, მაგრამ შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა. პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და მისი მოკავშირის - ოსმალეთის დამარცხებამ საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა მისცა დაკარგული ტერიტორიები შემოეერთებინა.
1919 წელს საქართველო იერთებს ჯერ ჩრდილოეთ არტაანს, შემდეგ კი ამ პროვინციის სამხრეთ ნაწილსაც, მიმდინარეობს დიპლომატიური მუშაობა ართვინისა და ტაოს ოლქების შემოერთებისთვის. ამ ტერიტორიებზე აქტიურად მიდის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ფორმირება. ეს პროცესი თითქოს საქართველოს სასიკეთოდ ტრიალდება, მაგრამ მოკლე ხანში, პირველი ქართული რესპუბლიკა წითელი რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა და ბუნებრივია, უდიდესი მოვლენა - ქართული მიწების შეკრება - გაერთიანების პროცესი ისტორიის კუთვნილებად იქცაა. საბჭოთა რუსეთმა უყოყმანოდ განაცხადა უარი სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებზე და იგი თურქეთს გადაულოცა.



თურქეთ-საქართველოს და თურქეთ-სომხეთის საზგვრის დემარკაციის საკითხი განსაზღვრა ორმა შეთანხმებამ: 1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთს შორის მოსკოვისა და 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებებმა. მოსკოვის მოლაპარაკებაზე თურქეთმა სწორედ რუსეთის წინაშე დააყენა ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და თურქეთის საზღვრის დემარკაციის საკითხი. რაც აისახა კიდეც საბოლოო დოკუმენტში. ეს შეთანხმება 1921 წლის 13 ოქტომბერს, ისევ და ისევ რუსეთის შუამავლობით, ქართულმა და სომხურმამხარებმაა მიიღეს ყარსში - ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებისა და თურქეთს შორის ურთიერთმეგობრობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ამიერიდან საზღვარს უნდა გაევლო სოფელ სარფიდან (შავი ზღვიდან) ყარა-შარვალის მთაზე, სოფელ ზედა მარადიდის ჩრდილოეთით, გაევლო სოფელ საბაურის ჩრდილოეთით, შემდეგ ქედის მთა, ქვა-კიბის მთა, სოფელ ქავთარეთი, და აქედან საზღვარი მიუყვება არტაანის და ყარსის სანჯაყების ადმინისტრაციულ საზღვარს.
ეს შეთანხმება, ფაქტობრივად გამოხატავდა საბჭოთა სახელმწიფოს ინტერესებს და გაგრძელება იყო იმ პოლიტიკისა, რასაც წითელი რუსეთი აწარმოებდა თურქეთის მიმართ. ყველაზე ტარაგიკული კი, რაც შეთანხმებამ ჩვენს ქვეყანას მოუტანა, იყო ის რომ საქართველომ საბოლოოდ უარი თქვა თავის ისტორიულ ტერიტორიაზე - კოლაზე, არტაანზე, შავშეთზე, კლარჯეთზე, ტაოზე, ჯავახეთსა და აჭარის ნაწილზე, სომხებმა კი ყარსის ოლქზე, ვანის ტბის ტერიტორიაზე.
საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის მიღმა დარჩა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილი მაჭახელა, ბაჩხა და მაკრიალი (936კვ.კმ.), ართვინის (3339 კვ.კმ.), არტაანის (არდაგანის) ოლქის (ფოცხოვის უბანთან ერთად 5725 კვ.კმ.), ტაოს ანუ ოლთისის ოლქი ( 3051კვ.კმ.), ამდენად, 1921 წელს თურქეთმა საბოლოოდ შეიერთა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დიდი ნაწილი - 13051კვ.კმ-ზე მეტი ფართობი.
XX საუკუნის 20-იან წლებში მსოფლიოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია საბჭოთა რუსეთს აიძულებდა ასეთ დათმობებზე წასულიყო. ამით ჩვენმა სამშობლომ საბოლოოდ დაკარგა ტაო-კლარჯეთის, კოლა-არტაანისა და ლაზეთ-ჭანეთის დაბრუნების შანსი.
1953 წლის 30 მაის საბჭოთა კავშირის მთავრობამ ოფიციალურ დონეზე და საბოლოოდ, უარი თქვა ქართული-სომხური მიწების დაბრუნებაზე. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისადმი მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებისა და მშვიდობის განმტკიცების მიზნით საბჭოთა საქართველო და სომხეთი უარს ამბობენ თურქეთისადმი თავიანთ ტერიტორიულ პრეტენზიებზე.
დღეისთვის მსოფლიოში არსებული საერთაშორისო ურთიერთობების ნორმები აღიარებს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ურღვევობის პრინციპს. ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სამხრეთ ტერიტორიების დიდი ნაწილი, მაგრამ ამჟამად ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას არანაკლებ სერიოზული საკითხი - საფუძვლიანად შევისწავლოთ „თურქეთის საქართველოს“ ტერიტორიაზე არსებული ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები - ხახული, ოშკი, ოპიზა, იშხანი, ბანა, არტანუჯი, ოთხთა ეკლესია... ისინი მარტოოდენ ქართული ხალხის კუთვნილება როდია, მსოფლიოს კულტურის საგანძურის ნაწილია და სათანადო მოვლა-შესწავლა ესაჭიროება.
დღეს ჩვენდა საბედნიეროდ, აქტიურად მიმდინარეობს „ოსმალო საქართველოს“ ტერიტორიების შესწავლა, რაშიც თავისი წვლილი მიუძგვის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ახალგაზრდა ისტორიკოსებს, გიორგი კალანდიას, ბუბა კუდავას და ჯაბა სამუშიას, რომელთაც არაერთი დოკუმენტური ფილმი თუ ფოტო გამოფენა მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ტერიტორიებს.
ჟამტა უკუღმართობის წყალობით, დღეს მხოლოდ ტურისტული მიმოსვლით თუ შეგვიძლია ვეამბოროთ ქართულ მიწას, რომელიც ჩვენი წინაპრების სისხლითაა მორწყული, ამის ნათელი დადასტურებაა მატერიალური კულტურის ძეგლები, რომელთა შემორჩენილი წარწერები მრავალი საუკუნის სიღრმიდან მხოლოდ ქართულით ღაღადებენ და არა სხვა რომელიმე ენით და მოგვითხრობენ მხოლოდ ქართველთა ღვაწლზე.
პირველ რიგში, მინდა თქვენი ყურადგება ხანძთის მონასტერზე შევაჩერო, რადგან ხანძთის მონასტერმა და მასში მოღვაწე პირებმა თავისი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის მრავალმხრივ განვითარებაში, მათ დაუდეს საფუძველი ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანება.
ხანძთის მონასტერი 782 წლის ახლო ხანებსი დააარსა გრიგოლ ხანძთელმა. ეს გრიგოლის პირვეი სავანეა, რომლიდანაც წარმოდგება მისი ზედწოდება. ხანძთამ განსაკუთრებული როლი შეასრულა კლარჯეთის ისტორიაში, ლ. მენაბდის გამოთქმით: „ის მთელი მხარის სამონასტრო კოლონიზაციის საყრდენი იყო“. გრიგოლთან ერთად, ხანძთის მონასტრის პირველ ბერებს შორის იყვნენ საბა, შემდგომში (826 წლიდან) იშხნის ეპისკოპოსი, თეოდორე, რომელმაც 840 წლის ახლოს დაარსა მონასტერი ნეძვში და ქრისტეფორე, რომელმაც იმავე ხანებში დაარსა კვირიკეწმინდის მონასტერი.
ოსმალეთის იმპერიის მიერ კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ხანძთა დაიცალა და თანდათან დავიწყებას მიეცა. მკვლევართათვის ხანძთა ცნობილი გახდა (დამახინჯებული სახელწოდებით - ხანძთოეთი) მხოლოდ 1889 წელს, როცა ალ. ქუთათელაზემ გამოაქვეყნა მოკლე ნაწყვეტი გიორგი მერჩულეს თხზულებიდან ავტორი ვარაუდობდა, რომ „ხანძთა კლარჯეთშია, ანჩის მახლობლად.“ განსხვავებული აზრი გამოთქვა ე. თაყაიშვილმა. მან „ხანძთოეთი“ გააიგივა ევფრატის ზედაწელში, ისტორიულ დასავლეთ და სამხრეთში მდებარე ქალაქ ჰანძითთან.
უკვე XX საუკუნის დამდეგს, როცა ნ. მარი კლარჯეთში ჩავიდა, ხანძთა აქ არავის სმენოდა. ნ. მარი თავად შეეცადა სავანის მდებარეობის დადგენას და ხანძთასთან გააიგივა კარჩხალას ხეობაში მდებარე პატარა ეკლესია ნუკასაყდარი. ერთხანს ეს აზრი საყოველთაოდ იყო მიღებული მეცნიერებაში, მაგრამ 1950-იან წლებში ის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ცნობების დეტალური ანალიზის საფუძველზე უარყო პ. ინგოროყვამ და დამაჯერებლად უჩვენა, რომ ხანძთა არის გვიანდელი ქვემო ფორთა, რომელიც ნ. მარს შატბერდი ეგონა.
ხანძთის პირველი ეკლესია, რომელიც 782 წლის ახლოს, მონასტრის დაარსების დროს აშენდა, გიორგი მერჩულეს ცნობით „ძელისა“ ე.ი. ხისა იყო, ისევე, როგორც საცხოვრებელი სენაკები და სატრაპეზოები.
820-იანი წლებში ხანძთის მონასტერში ქვის ეკლესია აშენდა. მშენებლობის ქტიტორი იყო აშოტის აზნაური გაბრიელ დაფანჩული. ამის შემდეგ ხანძთა დაფანჩულთა საგვარეულო საძვალე გახდა - აქ იკრძალებოდნენ ამ გვარის წარმომადგენელი მამაკაცები.
გრიგოლ ხანძთელი 860 წელს გარდაიცვალა 102 წლის ასაკში. მისი სიკვდილის შემდეგ კლარჯეთში, ახალი მონასტრები, რომელიც ჩანს, აღარ დაარსებულა (გარდა, შესაძლოა, პარეხისა და დოლისყანისა) მაგრამ სამშენებლო საქმიანობა არ შეწყვეტილა.
ხანძთის ახალი, რიგით მესამე ეკლესიის მშენებლობა 910-იან წლებში დაიწყო. მისი ქტიტორი იყო აშოტ ერისთავთ-ერისთავი კუხად წოდებული, იგი 918 წელს გარდაიცველა ისე, რომ დაწყებული საქმის დამთავრება ვერ მოასწრო. შენობა დაასრულა გურგენ ერისთავ-ერისთავმა. ეს ის ეკლესიაა, რომელიც დღესაც დგას ხანძთის მონასტერში.
ხანძთის მესამე ეკლესიის მშენებლობა ცოცხლად აქვს აღწერილი გიორგი მერჩულეს, რომელიც კვლავ საგანგებოდ აღნიშნავს აქაური კლდეების „სიფიცხლეს“. მისი ნათქვამიდან ჩანს, რომ მშენებლობის გაჭიანურობა ადგილის მოსწორებისას წარმოქმნილმა სიძნელეებმა გამოიწვია (ფრიადითა შრომითა და ქვიტკირითა მყარითა მრავალთა ჟამთა დაავაკეს და ესრეთ სეჰრაცხეს შემზადებაი ადგილისაი მისი). რთული იყო ქვისა და კირის ადგილზე მიტანაც, ვინაიდან მონასტერი მიუვალი იყოდა საშენი მასალა მუშებს „ფრიად შორით“ ზურგით მიჰქონდათ.
გიორგი მერჩულეს დასახელებული ჰყავს ხანძთის ახალი ეკლესიის ხუროთმოძღვარი - „სიბრძნით სრულიად მაშენებელი, ამონა.“ იგი რგორც ჩანს, ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი ყოფილა, რადგან ნაწარმოებში არცერთი სხვა ხუროთმოძღვარი არ იხსენიება, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს კლარჯეთის უდაბნოში დიდი სააღმშენებლო საქმიანობა მიმდინარეობდა.
ხანძთის ეკლესია თვალნათლივ გვიჩვენებს კლარჯეთის არქიტექტურის განვითარების ახალ ეტაპს. ის წინამორბედია არა მხოლოდ ოპიზისა და დოლისყანისა, არამედ დავით კურაპალატის მიე ტაოში აგებული დიდი ტაძრებისაც. ამასთან ხანძთის ეკლესია მკაფიო ინდივიდუალურობით აღბეჭდილი ნაგებობაა, რომელიც ცოცხლად გვიხასიათებს მის „სიბრძნით სრულიად მაშენებელ“ ხუროთმოძგვარს.
საგულისხმოა, რომ ხანძთა კლარჯეთის ერთადერთი შემორჩენილი მონასტერია, რომელიც „ჩახაზული ჯვრის“ გეგმაზეა აშენებული.
ხანძთის მონასტრიდან ცნობილია ექვსი წარწერიანი ფილა (ამათგან ოთხი დაკარგულია) თავისი შინაარსით უნიკალურია წარწერა, რომელსაც ნ. შოშიაშვილმა პალეოგრაფიული ნიშნებიით X საუკუნით ათარიღებს და „ნასყიდობის აქტს“ უწოდებს. წარწერა ძლიერ დაზიანებულია, მაგრამ არის მასზე რამდენიმე სტრიქონი, რომელიც კარგად იკითხება, მაგალითად: მეოთხე სტრიქონში იკითხება: „მას მივყიდე ესე ტაძარი,“ მანამდე მესამე სტრიქონში ნახსენებია მამა იოანე (ალბათ, მონასტრის წინამძღოლი) როგორც დავით ხოშტარია აღნიშნავს, აქ უნდა იგულისხმებეს: „რომ მან ვიღაცას მოჰყიდა ხანძთის მონასტრის ეკლესია. რას უნდა ნიშნავდეს ეს უცნაური აქტი? ცხადია, აქ არ შეილება ლაპარაკი იყოს თვით ეკლესიის შენობის გაყიდვაზე. ხანძთა სამეფო მონასტერი იყო და წინამძღვარი მის ეკლესიას, როგორც უძრავ ქონებას ვერ გაყიდდა. ამგვარი პრაქტიკა უცნობია შუა საუკუნეების საქართველოში და საერთოდ ქრისტიანულ სამყაროში.“ აქ ალბათ, სხვა უფლების გაყიდვა უნდა ვივარაუდოთ, ვთქვათ, მონასტრის ეკლესიაში დაკრძალვისა, მაგალითად, როგორც დაფანჩულთა გვარი ფლობდა.
ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას რომ დღეს „ოსმალო საქართველოში“ მცხოვრებ „ჩვენებურების“ მიმართ საჭიროა მეტი ყურადგება, მეტ-ნაკლებად ბევრი რამ კვლავ შესასწავლია ჩვენი წინაპრების მიერ აშენებული უმდიდრესი მატერიალურ-კულტურულ ძეგლებზე. ჩვენ შევეცდებით, ბედის უკუღმართობით საზღვრების მიღმა დარჩენილი საქართველოს შესახებ მცირე ინფორმაცია გზადაგზა ჩვენი გვერდის (ბლოგის) მეშვეობით მოგაწოდოთ.
ბაკურ გელაშვილი

1 comments:

Unknown said...

მტკიბნეულია საზღვარს იქეთ დარჩენილი ტერიტორიების და იქ მცხოვრები ჩვენებურების მონახულებამადლობა ბუბა კუდავას გორგი კალანდიას იმ ფილმებისათვის ჩბენებურებზე .რომელსაც უცრემლოდ ვერ ნახავ და მოუსმენ.ბელოდებით ახალ მასალას.

Post a Comment