ისტორიული ძეგლები

8 Nov 2009


ტაო-კლარჯეთის სამეფო - ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მოიცავს დღეს ერზურუმის, არტაანის,ართვინისა და ყარსის რეგიონებს. სამეფო 809 წელს შექმნა ქართლის ერისმთავარმა, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის დამაარსებელმა აშოტ I-მა. მან აღადგინა ციხე-სიმაგრე და ქალაქი არტანუჯი, რომელიც სამეფოს ცენტრი გახდა. ბაგრატიონებმა, რომლებიც იმხანად ეყრდნობოდნენ ბიზანტიელთა მხარდაჭერას, სწრაფად გააფართოვეს თავისი სამფლობელოები და დაიწყეს საქართველოს გათავისუფლება არაბთა ბატონობისაგან. 888 წელს ადარნასე II-მ "ქართველთა მეფის" ტიტული მიიღო, ხოლო სამეფოს "ქართველთა სამეფო" ეწოდა. სამეფოში დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა მიმდინარეობდა, გაფართოვდა ეკლესია-მონასტრების ქსელი. საქართველოს გაერთიანებული სამეფოს შექმნის თარიღად ითვლება 978 წელი, როდესაც "ქართველთა სამეფოს" (ე.ი. აღმოსავლეთ საქართველოს) თანამპყრობელმა ბაგრატ III-მ მიიღო აფხაზეთის სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) ტახტი. ამის შემდეგ ბაგრატი განაგრძობდა ერთიანი სამეფოს გარეთ დარჩენილი ქართული მიწების შემოერთებას: 1001 წელს მან კლარჯეთი შემოიერთა, ხოლო 1008 წელს, მამის, გურგენ II-ის გარდაცვალების შემდეგ, - ტაო.

1 comments:

tao-klarjeti said...

გამარჯობათ ბატონო ვაჟა.
ძალიან გამიხარდა თქვენი წერილის ნახვა.ვარ მე-16 საჯარო სკოლის პედაგოგი და ფალილიტატორი ამ პროექტის.აუცილებლად გავიზიარებ თქვენს აზრს.ბლოგსაც საფუძვლიანად გავეცნობი.
მადლობთ გამოხმაურებისათვის.http://tao-klarjeti2.blogspot.com/

Post a Comment