„ისევ სუნთქავენ ქართული ოცნებით“

18 Nov 2009


ოლთისის შენეკად ფენიაკჩაის ანუ ფენიკისწყლის ხეობაში, ცენტრალური გზიდან თუ გადავუხვევთ, სოფელ ფენიაკს მივადგებით, სწორედ აქ, ამ სოფელთან იდგა ტაოს და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი და უდიადესი ტაძარი ბანა...
ტაო-კლარჯეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების ხანაში ბანაში აღმარტთულ იქნა დიდებული ტაძარი: „ეკლესია გუმბათიანი, დიდი, მშვენივრად ნაგები, კეთილ მშვენიერ ადგილს აღაშენა მეფემან ადარნასემან და დაფლულნი არიან მეფენი. იჯდა ეპიზკოპოზი მწყემსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარემაკისა და აწ არც ცარიელ“- წერდა ვახუშტი ბატონიშვილი.
როგორც ვახუშტის ცნიბიდანაც და ისე სხვადასხვა საისტორიო წყაროებიდან ჩანს, ბანას ტაძარი აგებულია ადარნასე მეფის (888-923) დროს. სუმბატ დავითის ძე წერს: „ადარნასე დავით კურაპალატისა, დასუეს ქართველთა მეფედ... და ამან ადარნასე, ძემან დავით მოკლულისამან, აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი იგი იქნა პირველ ეპიზკოპოს მანელ.“
ამ ცნობს მიხედვით ბანას ტაძარი მეცხრე საუკუნეის ბოლოს და მეათე საუკუნის დასაწყისში აშენდა. თუმცა ზოდგიერთი მეცნიერი ტაძარის სტილისტიკური ანალიზით ასკვნის, რომ ტაძარი მეშვიდე საუკუნეზე გვიანდელი ვერ იქნებოდა, რადგან მას ტეტრაკონქის ფორმა აქვს რომელიც მეშვიდე საუკუნის შემდეგ აღარ გვხვდება, „ადარნასე ალბათ თაძრის ხელმეორედ მაშენებელი იყო“- ვარაუდობს ზოგიერთი მეცნიერი.
აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილის აზრით, ბანას თაძარი აშენებულია VII საუკუნეში, ხოლო რესტავრაცია IX-X საუკუნეთა მიჯნაზე მომხდარა... ბანის ტაძრის მე-9-10 საუკუნეების ქართულ არქიტექტურასთან დაცილებაც ერთობ ძნელია.“
ტაძარი აგებულია ბორცვზე. ამ ადგილას თითქოს ცა და მიწა ერთიანდება. ბანა მრგვალად აღიქმება, თუმცა რეალურად მრავალწახნაგა იყო სამსართულიანი და რთული კომპოზიციის ტაძარი კლესიისგან და მრგვალი გალერეისგან შედგება. ძველად კი გარედან შემოსაზღვრული ყოფილა გალავნით. ეკლესია ბერძნულ ჯვარს-ტეტრაკონქს წარმოადგენს. პირველი სართული 28 წახნაგა იყო და იგი მოგვიანებით გადაუკეთებიათ. სავარაუდოდ, XVI საუკუნეში, თურქების შემოსევის დროს.
ბანა არ ყოფილა მხოლოდ საეკლესიო-სარწმუნოებრივი ცენტრი, ის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ცენტრიც იყო და ზოგჯერ მეფეთა სამყოფსაც წარმოადგენდა. მაგალითად სუმბატ დავითის-ძე ბაგრატი მეოთხეზე წერს: „მოიწია ბაგრატ ტაოს და შემოვიდა თვისსა მამულსა ბანას“. დავით აღმაშენებელის ისტორიკოსის ცნობით, გიორგი მეორე, „წარმოვიდა მამულსა თვისსა ტაოს და მოვიდა ბანას.“ როგორც ისტორიული წყაროები გვაუწყებენ, ბანასი მომხდარა ბაგრატ IV-ის (1027-1072) მეფედ კურთხევაც ყოფილა. ვახუშტის ცნობით იქ „დაფლულ არიან მეფენი, “ კერძოდ, ვახტანგ IV (1443-1446) და მისი მეუღლე ფანასკერტელის ასული სითიხათუნი.
ბანა ტაოს დედაქალაქი იყო და მასზე როგორც უდიდეს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს, მტრის მზერა არასოდეხ მოკლებია. ბანას ტაძარი მტერს ადრევე ჩაუგდვია ხელში. ჯერ კიდევ გიორგი III ცდილობდა მის განთავისუფლებას. მემატიანეს ცნობით, გიორგიმ „უბრძანა ტაოელთა, კლარჯთა და შავშთა მორბევაი ოლთისისა და ბანისა.“ ბანაში ქართველთა ლაშქრის მოსვლას მე-12 საუკუნის სამოციან წლენბში ქონდა ადგილი, მაგრამ ამით ბანას განთავისუფლება ვერ მოხერხდა. ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეს ცნობით ბანას განთავისუფლება მხოლოდ თამარის დროს მომხდარა.
XVI საუკუნიდან ტაოში თურქ-ოსმალნი დამკვიდრდნენ, ჭოროხის ხეობასა და მეზობელ ტერიტორიაზე ქრისტიანობის შენარჩუნება საკმაოდ გაძნელდა. ბანამ როგორც კულტურულ-პოლიტიკურმა ცენტრმა დაკარგა თავისი ძველი მნიშვნელობა. მის მიდამოებში ქრისტიანობის მდგომარეობას XVI-XVII საუკუნეებში ერთი ოთხთავის ხელნაწერებიდან შემონახული ცნობა ასახავს, საიდანაც ირკვევა რომ ტაოში ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა სასტიკად იყო აკრძალული და ამ საქმის ინიციატორები მკაცრად ისჯებოდნენ. აქვე მოგვყავს ზემოთ აღნისნული ცნობა, რომელიც ლ. მენაბდეს აქვს გამოქვეყნებული: „იყო ვინმე კაცი მოშიში უფლისაი, რომელსა სახელი ერქუა აქვსენტი, და ასე იყო ღუაწლსა და სამსახურსა შინა ღმრთისასა... მსწრაფლ იწყო შენებად და მრავლითა ღონისძიებათა აღაშენა წმინდა ეკლესიაი, წმიდისა გიორგისა თემსა მას ბანასა, ქარგლუხი (მუსლიმანთა სოფელი) ეწოდების, და მრავალნი ნაწილნი დასუენნა. ჟამსა მას იჯდა ბატონი უსჯულო სანჯახი, რომლის სახელი ერქუაი თათრულისა ენითა ბაადინ ბეგ. ესმა რა ღსენებაი ტაძრისა მის, მოიყუანეს კაცი იგი ღმრთისაი და დილეგსა შინა შეაგდეს“.
ტაოს მხარეში მაჰმადიანთა ასეთი თვითნებობა, ბუნებრივია, კათედრალის გადაცემას გამოიწვევდა და საბოლოოდ გაუქმებამდეც მივიდა. „აწ არს სულიერი“ - წერდა ვახუშტი.
ბანას ტაძარი აგებული იყო იშხნის მიბაძვით, მის ყაიდაზე, მაგრამ ეს უფრო მყარსა და მტკიცე ნაგებობას წარმოადგენდა. მის უდრეკელობა გამოიწვია იშხნის ტაძრის გეგმაში შეტანილმა ცვლილებებმა. ბანის ხუროთმოძგვარმა იშხნის ტაძრის ჩვეულებრივი სვეტების ნაცვლად ბანის თაძრის აღოსავლეთისა და დასავლეთის აბსიდებით შექმნილ კუთხეებში ამოიყვანა სამ-სამი სართული ოთხთა პატრონიკეთა, რომელიც შენობას ბურჯობას უწევდნენ და ამშვენებდნენ კიდეც. რის შედეგადაც გაუძლო მან საუკუნეებს სულ უკანასკნელ დრომდე.1843წ. ბანა მოინახულა ცნობილმა მოგზაურმა, კ. კოხმა, რომელმაც აღფთოვანებით აღნიშნა: „ბანასნაირი ტაძარი მთელ აღმოსავლეთში არ მინახავს, აია-სოფიის შემდეგ აზიაში მსგავსი არაფერი შემხვედრიაო.“
ბანაში გაჩაღებული ლიტერატურული მუშაობის შესახებ, ცნობები ჩვენამდე ნაკლებადაა მოღწეული. ჩანს, ჟამთა სიავემ ტაოს მწიგნობრობის კერების კულტურულ-ლიტერატურული მემკვიდრება სხვაზე ადრე შემუსრა და გაანადგურა.
ბანას ლიტერატურული წრის თვალსაჩინო წარმომადგენელია ზაქარია ბანელი ან ფანასკერტელი, როგორც ზოგიერთ წყაროშია მოხსენიებული. სომეხი მემატიანეს, არისტარკე ლასტივერცის ცნობით, ზაქარია მონაწილეობას იღებდა იმპერატორ ბასილისა და საქართველოს მეფის გიორგი პირველის მოლაპარაკებებში 1021-1022 წლებში. ქართველმა მღვდელმთავარმა უცხო ქვეყანაში ყოფნის დროსაც არ დაივიწყა მშობლიური კულტურა, ქართულ მწიგნობრობას არაერთი ხელნაწერი შესძინა. მისი დავალებით კონსტანტინოპოლელ ქართველ მოღვაწეს ბასილ ეტრატაი 1031 წელს გადაუწერია ცხოვრება და სიტყვები გრიგოლ ღვთისმეტყველისა, სჯულისკანონი, მცირე სვინაქსარი და სხვ.ერთ-ერთ ხელნაწერში ვკითხულობთ: „დაიწერა ბრძნებითა და ნებითა ზაქარია ეპისკოპოზისა ბანელისა და სვგელოზისათა, ხელითა უღირსისა და უცბად მჩხრეკელისა ისაკისათა, ქალაქსა კონსტანტინეპოლის, მონასტერსა მისვე ბანელისა ეპისკოპოსისა...“
ბანაში დამზადებული წიგნებიდან ჩვენამდე მოღწეულია საბაწმინდის ტიბიკონი, გადაწერილი მეფის ასულ ქეთევანისათვის 1511 წელს. ამ ხელნაწერს შემოუნახავს ანდერძიც: „დაიწერა ხელითა ფრიად ცოდვილისა, ყოველთა კაცთა უნარჩვევისათა ჯაყელის სვილის ხუცეს-მონაზონისა იოსებ ყოფილსა იოანეს შვილისა იაკობისათა... მონასტერსა ბანას.“ერთი სიტყვით ბანა ტაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა, რომელიც როგორც ზემოთ აღვნისნეთ სავარაუდოდ XVI საუკუნეში ციხე-სიმაგრედ აქციეს, თურქების შემოსევის დროს.
ტაძარზე მრავლად ყოფილა წარწერები: „ქრისტე შეიწყალე თევდორე დიდი“, ეს წარწერა ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა. მეორე წარწერიდან მხოლოდ ერთი სიტყვა იკითხება „დიდი“, მესამე წარწერა „ქრისტე შეიწყალე გიორგი“, ამას როგორც ვარაუდობენ აქ მოსულ მლოცველს უნდა ეკუთვნოდეს.
ისტორიულ წყაროებში ცნობილია ბანელი ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც უღალატა ბაგრატ მეოთხეს და ტაოელ აზნაურებთან ართად 1027 წელს საბერძნეთს წავიდა. შეთქმულებმა იმპირატორ კონსტანტინეს ტაოსაკენ ჯარი გამოუგზავნეს.
ბანა თავისი მრავალსაუკუნოვანი წარსულით, მართლაც ერთ-ერთი ბრწყინვალე ქართული ტაძარია. ვინ იცის რამდენი რამის მხილველია მისი დაჭრილი პერანგი, რამდენი რამე აქვს სათქმელი შთამომავალთათვის, მაგრამ დღეს ქართული ცისქვეშ ქართველების გარეშე დაობლებულა.ალბათ, არ შეილება, მესხეთზე, იქ მოღაღადე ქართულ ქვებზე საუბარისას არ გაგვახსენდეს გიორგი ლეონიძის ცნობილი ლექსი „მესხეთი“, რომელსაც შემოკლებით შემოგთავაზებთ:

„ისე დავბერდი,
ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი...
ვერც არტანუჯი, ოშკი, ხახული...
როდის მოუვა მათ გაზაფხული?
ვეღარ ვემთხვიე მესხეთის მიწას,
სადაც გმინავენ ძველი ლოდები,
სადაც აჩრდილი მამა-პაპათა
შემოგვძახიან: თქვენ გელოდებით!
იქ ხე არა დგას, რომ არ
ოხრავდეს:
-გაზაფხულია, რად არ აყვავდი
იქ თვალი მხოლოდ ნანგრევებს ერთვის,
ღაღადი...
შავშეთის მთებზე ნისლი გადადის,
კარჩხალის მთებზე
ვხედავ არწივებს,
და მათ ანგრეულ, აშლილ ბუდეებს,
ქარი უბერავს, ქარი აციებს...
მაგრამ გუგუნებს ქართულად მიწა,
და თუ გამხდარან დასაცინრები!
ისევ სუნთქავენ ქართულ
ოცნებით
მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები.
რუსთველის მამულს, მერჩულის
მამულს
ვერ მოგვტაცებენ შავ ზღვის
ქურდები;
თუ ნაგუბარში წყალი ჩამდგარა,
მე ჩემს მამულში
ჩავსადგურდები!...“

ალბათ, ძნელია მოიძებნოს ქართველი კაცი რომელსაც ბანას თუ ხახულის, ოშკის თუ იშხნის... და საერთოდ ნებისმიერ დაკარგულ ქართულ მიწის ფესვებზე ამოზრდილ კულტურის ბრწყინვალე ძეგლების ხილვისას ცრემლი არ მოადგეს, ცრემლი რომელშიც დაკარგული საქართველოს მონატრება იკითხება.
ბაკურ გელაშვილი

0 comments:

Post a Comment