ტაძრისიდან ხახულამდე

15 Nov 2009

ნათქვამია „ტაძარი ჰქონდეს მლოცველები გამოჩნდებიანო“ - ჩვენდა საბედნიეროოდ, ამ მხრივ ჩვენს ქვეყანას თავისი მრავალაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი ბრწყინვალე ეკლესია მონასტერი აღუმართავს თავის ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე. მაგრამ ამ საუკუნეების მანძილზეე არაერთი დარი თუ ავდარი უდგებოდა ჩვენს ქვეყანას, რომელიც ხშირ შემთხვევაში, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ისე მისი საზოგადოების ცვალებადობას იწვევდა, რაც ბუნებრივია, ქართველი კაცის ნახელავს იმ დამპყრობი ხალხის მიტაცებულ „კუთვნილებად“ აქცევდა.


ვაგრძელებთ რა ჩვენი გვერდის (ბლოგის) მეშვეობით „ოსმალო საქართველოში“ არსებულ კულტურის ბრწყნვალე ძეგლებზე მცირედი ინფორმაციის მოწოდებას, ვთვლი, რომ ამით კიდევ ერთხელ შევიქმნით წარმოდგენას ჩვენი წინაპრების სარწმუნოებრივი შრომის, მათი დახვეწილი გემოვნების შესახებ, იმ წინაპრების, რომელთაც ქვათა ჭიდილში შექმნეს „ქვის ფურცელი“, რომელიც დღემდეც და დღეის შემდეგაც საუკუნეების მანძილზე მხოლოდ ქართულად წაიკითხება.
დღეს, ხახულს მივაპყრობთ მზერას და შევეცდებით მასზე არსებულ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი.

თორთუმის წყლის მარხცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში არის სოფელი, რომელსაც ხახულს ეძახიან. იგი რამდენიმე კილომეტრზეა გაშლილი და უნებურად იყოფა: ჯაფარ-აღა, დერდერესი, რადენსი, ოსმაღა, იოღუნი, ცერენისი...
სოფლის ბოლოს არის ხახულის ტაძარი. მთავარ ტაძარს ჩვეულებისამებ გარს ერტყა მცირე ეკლესიებიი, რომელთაგან 5 გალავნს შიგნით იდგა. 3 კი - გარეთ. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს: „ტაძარი გამუსლიმანებულ ქართველებს მიზგითად გადაუკეთებიათ, ამგვარად ზრუნვის საგნად გაუხდიათ და კარგად შეუნახავთ.“
ხახულის მონასტრის ნაგებობათა შორის განსაკუთრებით ორია მნიშვნელოვანი: დიდი გუმბათიანი ტაძარი, რომელიც აშენებულია დავით დიდი კურპალატის მიერ X საუკუნის II ნახევარში, რასაც „ქართლის ცხოვრებაც“ ადასტურებს. ასევე საყურადგებოა მთავარი ტაძრის სამხრეთით მდებარე ერთნაიანი ბაზილიკა. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „ხევზედ, შიფაქლუს მთის კალთას, არს ეკლესია ეკლესია-მონასტერი ხახულისა, ყოვლად-წმიდის ღვთისმსობლია.. ეს აღაშენა დავით კურაპალატმან, დავით მეფის მამობილმან. აქა არს ეკლესია ფრიად მშვენიერი, დიდმშენი, რომელი აღაშენა 48-ე მეფემან დავით. არამედ აწ უქმ ცარიელ არიან...“ ვახუშტის მიერ დასახელებული 48-ე მეფე არის მეფე დავით კურაპალატი (876-881), ძე ბაგრატ კურაპალატისა და შვილიშვილი აშოტ I კურაპალატისა.
ხახულის ტაძარი საერთო ხასიათით ოშკს ენათესავება, თუმცა, გეგმა რამდენადმე განსხვავებულია. დახვეწლ ხუროთმოძღვრებასთან ერთად ყურადგებას იქცევს მდიდარი ორნამენტული და სკულპტურული მორთულობა.
ხახულის ტაძრის კედლებზე წარწერები ცოტაა, ზოგი მათგანი თაძრის მშენებელი ოსტატების ვინაობას გვამცნობს. ხახულის ერთ-ერთი წარწერა გვიან მიშენებული გალერიის სვეტზეა ამოკვეთილი და შემდეგნაირად იკითხება, აღნიშნავს ექვთიმე თაყაიშვილი: „სახელითა ღმრთისაითა მე საბა საღირის ძემან შევსწირე წისქვილის ადგილი წმიდასა ღმრთის მშობელსა და დავდე აღაპი სალოცველად თავის ჩემისა და მსობელთა და ზმათა ჩემთათვის და ვინც შუცვალოს სეჩვენებულ არს ღვთის პირითა, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა. ამინ,“ ხოლო ტაძრის აღმშენებლების ვინაობის მანიშნებელი წარწერები თაყაიშვილს შემდეგნაირად წაუითხავს: „გურსი, ადეკ, მიქელ, ჯავახ, თვალშავ, გიორგი და თვალის, მუხწი (მხწს)“ და აღნიშნავს, ესენი ალბათ ღმნიშვნელია მხოლოდ მშენებლობაზე მომუშავე კალატოზებისაო.
ხახულს თვადაპირველად ჰქონია ორი ეკვდერი - ერთი დასავლეთით და მეორე ჩრდილოეთით. ეს უკანასკნელი სანოვაგისა და ნივთების საწყობი ყოფილა. „ამას მოწმობს ეკვდერში ნახული ნაქვევრალი ადგილები (ექვთიმე თაყაიშვილი).
XIII-XIV საუკუნეებში ხახულისათვის სამხრეთით მიუშენებით გალერეა სამი ღია თაღით. ამ მინაშენს დაუფარავს ხახულის სამხრეთი სარკმელი. დაუფარავს ნაწილობრივ სვეტებით ბარელიეფები და ჩუქურთმები. მოთავსებული თაზრის სესასვლელზე. კარგად იკითხებოდა თურმე ბარელიეფები: - პეტრე მოციქული გადასარებით, ნიანგი იონას ყლაპავი და ლომი. ტაძარი თავის დროზე მოხატული ყოფილა, საკურთხეველში წარმოდგენილი მოციქულები უფრო კარგად არიან დაცული, ვიდრე სხვა ადგილს შემორცენილი ფრესკები. შემორჩენილია აგრეთვე ქართული ასომთავრული წარწერები - თაძრის კარზე ჯერ კიდევ კარგად ჩანს წმ. გიორგის, ღვთისმსობლის გამოსახულებები. მშვენიერია ტაძრის დასავლეთი ფასადიც. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადი ნაკლებად არის შემკული, თუმცა სარკმელი ამ მხრიტაც ლამაზია.
„ხახული - დიდი ლავრა-მონასტერი, ეს კიდევ აკვანია ჩვენი ქვეყნის ძველ განათლებულ შვილთა“, ხახულის მონასტერი ძველი საქართველოს განათლებულ შვილთა“, ხახულის მონასტერი ძველი საქართველოს განათლების ერთ-ერთი კერა რომ იყო, ამაზე გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფიიდანაც ვგებულობთ, ჯერ კიდევ მცირეწლოვაი გიორგი, ტაძრისის დედათა მონასტერში სამწლიანი სწავლების სემდეგ ბერებს ხახულს გაუგზავნიათ, სადაც წარუდგინეს ლავრის მოძღვარს და „ეგრეთვე დიდსა ბასილს, ბაგრატის ძესა“ საწვრთნელად ჩააბარეს „მოძღვრებატა შინა“ განთქმული ილარიონ თუალელს.
ეს იყო ლავრა, საიდანაც გამოდიოდნენ გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწენი, რომლებიც იყვნენ გიორგი მწერალი, გიორგი მთაწმინდელის ხელმძღვანელი და ნათესავი, იოანე ეპისკოპოსისა, იოანე ხახულელი, რომელსაც ოქროპირს უწოდებდნენ და სხვა.
ჩვენამდე მოაღწია ამავე მონასტერში გადაწერილმა არაერთმა ხელნაწერმაც. XI-XIII საუკუნეებიდან შემოგვრჩა ტიხრული მინანქრის შესნიშნავი ნიმუშები, მათ შორის - შუა საუკუნეების უდიდესი მინანქრის - ხახულის ღვთისმშობლის სახე, რომელმაც მეტად დაზიანებული და ფრაგმენტული სახით მოაღწია. შემორჩენილია მხოლოდ სახე და ხელები, მარჯვენა ხელზე მინანქრის ნაწილი ამოვარდნილია, აქა-იქ ემჩნევა შეკეტების კვალი. ღვთისმშობელი ვედრების მდგმარეობაში წარმოდგენილი გამოსახულება შესრულებულია ოდნავ ამობურცულ, წმინდა ოქროს ფირფიტაზე, რომელიც მინანქროვანი ფენის გასამაგრებლად მოფენილია ოქროს წვრილი მავთულებით, ვარდისფერ მინანქარს ალაგ-ალაგ იისფერი და ლილისფერი დაჰკრავს. ხელები ნატიფია, გრძელი თითებით, ფრჩხილები თეთრი მინანქრთაა გამოყვანილი.
ხახულის კარედი უხვადაა შემკუი მინანქრის ფირფიტებით, ჯვრებით და მედალიონებით. მათი ნაწილი ქართული ხელოვნებაა, ნაწილი ბიზანტიური, ხახულის მინანქრები X-XII საუკუნეებს განეკუთვნება.
ერთი სიტყვით, ხახულის ტაძრის მშენებლობის დროს ქართული კულტურია აღორძინებას განიცდიდა, აღმშენებლობის გზას ადგა მეცნიერება, ლიტერატურა, ხელოვნებ, ქართულმა კულტურამ თავისი მრავალმხრივი განვითარებით ხელი შეუწყო ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას.
ბაკურ გელაშვილი

0 comments:

Post a Comment